გასული შაბათ-კვირა მნიშვნელოვანი სპორტული მივლენებით იყო გამორჩეული. მათგან აღსანიშნავია, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წარმატება ტოკიოს გრანდ სლემზე, ასევე საინტერესო აღმოჩნდა ფორმულა ერთში აბუ დაბის დასკვნითი გრან პრი და სეზონის დასასრული. არანაკლები ინტერესი გამოიწვია მეიჯორ ლიგის ფინალმა, სადაც ისტორიაში პირველად ჩემპიონობა ლიონელ მესის “ინტერ მაიამიმ” მოიპოვა, რაც შეეხება არგენტინელი ვარსკვლავის თანამემამულებს “ბოკა ხუნიორსიდან”, კლუბი კლაუსურას ნახევარფინალიდან გამოეთიშა. აღსანიშნავია, ამ უიქენდზე კევინ დურანტისა და ჯეიმს ჰარდენის მიღწევებიც, რის შესახებ უფრო ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ.
#ტაიმაუტი