გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა გრძელდება – საუბარია ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსში 18 კანდიდატი მონაწილეობს. ამ წუთებში მოსამართლე თამარ ოქროპირიძეს უსმენენ, მანამდე კი საბჭოს წევრების შეკითხვებს იურისტმა ნინო ხარიტონაშვილმა უპასუხა.

კონკურსი გასული წლის ნოემბერში გამოცხადდა, რადგან მოსამართლე მზია თოდუას საპენსიო ასაკის გამო, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. საბჭოს მდივანი განმარტავს, რომ ისინი კანონით დადგენილი პროცედურებით ხელმძღვანელობენ.