გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე

რა ეტაპზეა გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე. ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა, რომ 19 წლის ფეხბურთელს „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა – ამ ინფორმაციას ბრალდებული მორაგბეების – ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატი ავრცელებს. უფლებადამცველის თქმით, საქმეზე დამატებით 35 პირი გამოიკითხა, თუმცა, ჯერ საქმის ახალ მასალებს დეტალურად არ იცნობს.

გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი  იპოვეს. საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.