განცხადებები აია სოფიას შესახებ გადაწყვეტილებაზე

12:02, 11.07.2020

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთის პრეზიდენტის მიერ აია სოფიასთვის სტატუსის შეცვლისა და მეჩეთად გადაკეთების შესახებ წერს. უწყების სპიკერის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი მიღებული გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულნი არიან.

თურქეთის მთავარი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება ევროკავშირიც. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აია სოფიას მეჩეთად გამოცხადებას, დასანანი უწოდა.

მსგავსი