განცხადება შემოსავლების სამსახურში

15:12, 27.08.2026

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით, უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ ტრანზიტული ტვირთის შიგთავსის გახსნის შედეგად აღმოჩენილ იქნა მალულად განთავსებული სხვადასხვა დასახელების 202  176 კოლოფი არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი. აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 1 132 185 ლარი შეადგინა.

მსგავსი