მსჯავრდებულ მზია ამაღლობელისთვის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას, „ქართული ოცნება“ ეხმაურება. კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გრძელიშვილი ამ გადაწყვეტილებას „დიფ სთეითის“ გავლენას უკავშირებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ გმირის ჯილდო გადასცენ ამაღლობელს, რომელიც მიზანმიმართულად თავს დაესხა პოლიციელს, ქართული საზოგადოების და თავისუფალი მედიის დაცინვაა.