განცხადება „ძლიერ საქართველოში“

„ძლიერი საქართველოს“ წევრები პოლიციის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანებიან. ანა ნაცვლიშვილმა და ლევან სამუშიამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს, მათი განცხადებით, პოლიციელის დანიშვნა ერთპიროვნულად მინისტრის მიერ, ადასტურებს, რომ სისტემა კრიზისშია და მათ აღარ ჰყავთ ადამიანური რესურსი, ვინც მათ ბრძანებებს ხელს მოაწერს. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ სისტემა კრიზისშია, რაც მალე ხელისუფლების ცვლილებით დადასტურდება. კოალიციის წევრები პოლიციელებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ ხალხის წინააღმდეგ და არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები.

შეგახსენებთ, კანონპროექტის მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ექნება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გარეშე მიიღოს. ცვლილებების მიხედვით, მინისტრს შეეძლება, საკუთარი ბრძანებით, განსაზღვროს კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობებიც.