განაჩენის გადასინჯვა

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად, პროკურატურა, თაღლითობისთვის მსჯავრდებულ ზურაბ აბზიანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

ზურაბ აბზიანიძე 2007 წლის 16 მაისს თაღლითობის ფაქტზე დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო 20 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეეფარდა. ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით კი დადგინდა, რომ ზურაბ აბზიანიძე საერთოდ არ იცნობდა დაზარალებულს. დაკავებამდე არასდროს შეხვედრია მას და, შესაბამისად, მისთვის არანაირი თანხა არ გამოურთმევია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამოიტანა დადგენილება, მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ და სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართავს.

ასევე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთი საქმე, რომელზეც პროკურატურამ გადაწყვეტილება მიიღო, ანაკლიაში 2 000 ჰექტარი მიწის საკითხს შეეხებოდა.