გამოკითხვები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, დილიდან იმ ჟურნალისტების გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდნენ. ასევე ხელი შეეშალათ საქმიანობაში. გამოძიების კითხვებს თითქმის ორი საათი პასუხობდა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ანა მდივანი. მისი თქმით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო ორგანოს.
მისი თქმით, ხუთშაბათს, რუსთაველის გამზირზე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, წყლის ჭავლის შედეგად დაშავდა.