გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება ალექსანდრე ტაბატაძე. საუბარია 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს მშენებლობასა და მაშინდელი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებაზე. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, დღესვე გამოიკითხება კახი კახიშვილი.
ანა ბროლაძე პროკურატურიდან.