გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

12:03, 12.03.2026

ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კითხვებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, გივი თარგამაძე პასუხობს. ის უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რომელიც სხვადასხვა პირების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას იკვლევს. კერძოდ, საუბარია ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ირანული უნივერსიტეტის ფილიალის საქართველოში ფუნქციონირებას შეეხებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გივი თარგამაძე გამოკითხვაზე თავდაპირველად 7 მარტს დაიბარა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლიტიკოსი საქართველოში არ იმყოფებოდა. გამოკითხვაზე სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

უფრო მეტს ნათია ქენქაძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება.

მსგავსი