სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ღამით პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. მათ პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა გამოკითხეს. უწყებას ბრალდებულებთან კითხვები თბილისთან აღმოჩენილ იარაღებთან დაკავშირებით ჰქონდა.
პაატა ბურჭულაძის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შოთა თუთბერიძის განმარტებით, ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები, შესაძლოა, მისსავე წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.