სახელმწიფოს ღალატისა და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება

12:02, 10.08.2026

სახელმწიფოს ღალატისა და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. ამ წუთებში იკითხება კობა ლიკლიკაძე – ის  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორია. ლიკლიკაძის განცხადებით, მას არ სმენია, რომ ქართველებს ტყვეები დაეხვრიტათ. ლიკლიკაძის ინფორმაციით, გიორგი ბარამიძის განცხადების სიმძიმეზე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც მეტყველებს. დღეს ჯამში სამ პირს უნდა მოუსმინონ საგამოძიებო უწყებაში. პროკურატურას ჩვენება უკვე მისცა ვეტერანთა საქმის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა.

სწორედ კობა კობალაძის მიმართვა დაედო საფუძვლად გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ, ბარამიძემ განმარტება რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა, ნათქვამი მან სრულად არ უარყო.

 

მსგავსი