გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, შაქარაშვილის საქმეზე, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, შეკითხვებს უპასუხებს. ნიკა გვარამიას სასამართლოში ამ წუთებში ელოდებიან. მისი გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტელეკომპანიის ეთერში გახმოვანებული პოზიცია გახდა.

გვარამია ჯერ კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს, თუმცა უწყებაში მისვლაზე მან უარი განაცხადა. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ახლა სასამართლოში გამოიკითხება.