გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტით გადაღებული ფოტომასალა მიაწოდა, მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე სამ საათზე მეტია იკითხება. ფურცხვანიძე ფოტომასალის მიმწოდებლის წყაროს დასახელებაზე უარს აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ გასაჯაროებული სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია.

ხათუნა გაგნიძეა პირდაპირ ეთერში.