გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით
4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოწმეთა გამოკითხვა გრძელდება. თამარ ჩერგოლეიშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა, რაც მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, საუბარი შეეხო მის განცხადებას, სადაც საუბრობდა ოთხ ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრების მიმდინარეობაზე. მისივე თქმით, მოწმედ ვერ გამოდგება, რადგან ეს განცხადება სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების ანალიზის შედეგად გააკეთა.
გამოკითხვიდან გამოსულმა ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერა ხელი და სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ამ წუთებში კი კახა კვეკვესკირის გამოკითხვა მიმდინარეობს, ასევე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. დღესვე უნდა მოუსმინონ ნადიმ ხმალაძეს, ასევე მოწმის სტატუსით.