გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით

15:08, 02.05.2026

ამ წუთებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მარიამ დოლიძე ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება. მარიამ დოლიძე იმ მტკიცებულებებზე საუბრობს, რომლებიც, მისივე თქმით, საჯარო ეთერებიდან ამოჭრილი კადრებია და სადაც ხაბეიშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს მოუწოდებს, არ აწამონ 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეები. დოლიძე ხაბეიშვილის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ინტერესდება, რეალურად რისთვის იხდის სასჯელს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე.

მსგავსი