გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით
ორი საათის განმავლობაში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მიმდინარეობდა საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძისა და მურთაზ ზოდელავას გამოკითხვა. გამოკითხვა უკავშირდებოდა თბილისის მახლობლად ტყეში აღმოჩენილ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს, რაზეც გუშინ უკვე გამოიკითხა ბაჩო ახალაიას მეუღლე ანა ნადარეიშვილი.
გამოძიების ინფორმაციით, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, თბილისში უნდა განხორციელებულიყო დივერსიული აქტები.
რა ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის საქმეზე დაკავებულებმა გამოძიებას, რას აცხადებენ ადვოკატები, ნათია ქენქაძე დეტალებით.