გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით

18:05, 04.09.2026

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებების საფუძველზე, გამოკითხვები ამ დრომდე გრძელდება. ამ წუთებში გამომძიებლის კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობს. მანამდე კი ასევე მაგისტრი მოსამართლის წინაშე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები – ხატია დეკანოიძე და თაზო დათუნაშვილი გამოიკითხნენ.

პარალელურად, გამოკითხვის პროცესი მიმდინარეობდა დიღმის მთავარ სამმართველოში, სადაც გამომძიებლის კითხვებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა უპასუხა. ჯამში, საგამოძიებო უწყებას, გამოსაკითხად 11 პირი ჰყავს დაბარებული, საიდანაც ოთხი პირი, მათ შორის ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ნომერ მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ გამოიკითხა. ამ დრომდე გამოკითხულ პირთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვს და მას საერთოდ არ იცნობდნენ.

მსგავსი