გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებების საფუძველზე, გამოკითხვები დღესაც გრძელდება. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხნენ თაზო დათუნაშვილი და ხატია დეკანოიძე. გამომძიებლების კითხვებს დიღმის მთავარ სამმართველოში ჟურნალისტი ირმა ინაშვილი პასუხობს.
ჯამში, საგამოძიებო უწყებას, გამოსაკითხად 11 პირი ჰყავს დაბარებული, საიდანაც ოთხი პირი, მათ შორის ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ გამოიკითხა. ამ დრომდე გამოკითხულ პირთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვს და მას საერთოდ არ იცნობდნენ. მათ მიერ სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებები კი ყოფილი პრემიერის ციტირება იყო.
ხატია ჯამალაშვილი დეტალებით – რას ამბობენ გამოკითხულები.