გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებების საფუძველზე, გამოკითხვები დღესაც გაგრძელდება. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე გამოიკითხებიან. ჯამში, საგამოძიებო უწყებას გამოსაკითხად 11 პირი ჰყავს დაბარებული, საიდანაც ოთხი პირი, მათ შორის ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი #12 სასჯელაღსრეულების დაწესებულებაში გუშინ გამოიკითხა. ამ დრომდე გამოკითხულ პირთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვს და მას საერთოდ არ იცნობდნენ. მათ მიერ სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებები კი ყოფილი პრემიერის ციტირება იყო.
ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.