თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მარიამ დოლიძე გამოიკითხა. როგორც მან ჩვენების მიცემის შემდეგ განაცხადა, სასამართლოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა. მარიამ დოლიძე აცხადებს, რომ მან ის პირები დაასახელა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის ცემაში. პროკურორის განცხადებით კი, საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. გიორგი ნადირაძის განმარტებით, დღემდე გამოკითხულია ასეულობით მოწმე.