გამოკითხვა მაგისტრანტ მოსამართლესთან

არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა გრძელდება. მაგისტრი მოსამართლის წინაშე, რამდენიმე წუთში ყოფილი სახალხო დამცველი დაიკითხება. ცნობილია, რომ ნინო ლომჯარია სასამართლოს ინფორმაციას მიაწვდის არჩევნების გაყალბების იმ ფაქტების შესახებ, რომელიც სადამკვირვებლო მისიამ – „ჩემი ხმა“ დააფიქსირა. სხდომა გაიმართება დახურულ რეჟიმში.

შეგახსენებთ, არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას, ცესკო-მ რამდენიმე კვირის წინ მიმართა. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. გამოძიების კითხვებს უპასუხა ცესკო-ს თავმჯდომარემაც. გამოკითხვაზე არის დაბარებული ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც, თუმცა, როგორც ცნობილია, ის გამოძიებასთან თანამშრომლობას არ გეგმავს.