გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში

15:07, 23.06.2025
ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. გამოკითხვაზე იმყოფებიან სოფელ წაღვლის მაცხოვრებლებიმურმან კაპანაძე და ზვიად ლომიძე. ისინი უწყებაში პირველ საათზე მივიდნენ. მიმდინარე გამოძიების ერთ-ერთი საკითხია 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს მშენებლობა. მაშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო. გამოძიების ფარგლებში უკვე არაერთი პირია გამოკითხული, მათ შორის ვახტანგ გომელაური, კახი კახიშვილი; მაია ცქიტიშვილი და გიორგი ხოჯევანიშვილი.

მსგავსი