გამოხმაურებები ბელარუსზე

18:06, 28.08.2020

ბელარუსში რუსეთის შეჭრა გამორიცხული არ არის – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი. ეს განცხადება ლიეტუველმა დიპლომატმა ბერლინში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ბელარუსის საკითხი განიხილება. ევროპელი დიპლომატები ბელარუსი მაღალჩინოსნების სიაზე მუშაობენ. 20-მდე პირს სანქციები დაუწესდება.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში გასაგზავნად შეიქმნება სარეზერვო საპოლიციო ძალები. ბელორუსში საპროტესტო აქციები არ წყდება. მინსკში გუშინ გამართულ აქციაზე 200 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ჟურნალისტებიც. არსებული ვითარების ფონზე, ლუკაშენკოს ბრძანებით, ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

 

მსგავსი