გამოძიება უსაფრთხოების სამსახურში – შეფასებები 

15:12, 10.03.2026

კვლავ შეფასებების თემაა ირანისა და საქართველოს შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება. ოპოზიცია ძიებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ გამოკითხული პირების საჯარო განცხადებების ამოცანა, სახელმწიფოსთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებაა, რაც პოლიტიკურად მხარდაჭერილი და დაფინანსებულია.

სუს-ში დაიბარეს გია ხუხაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ტერორისტული აქტებია მოსალოდნელი. სუს-ში ასევე გამოიკითხა ვახტანგ კაპანაძე. მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და გუბაზ სანიკიძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია დაბარებული გიორგი თარგამაძე.

მსგავსი