გამოძიება პროკურატურაში

ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის საკითხზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ გამოკითხვაზე მივიდნენ ადგილობრივი მაცხოვრებელი მალხაზ ლომიძე და წაღვერის მკვიდრი თამაზ ლომიძე.

შეგახსენებთ, ამავე საკითხზე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარებულია გიორგი გახარია, თუმცა, უცნობია, აპირებს თუ არა ის სხდომაზე მისვლას. პარტიის წარმომადგენლები ამ პროცესს „პირადი შურისძიების მორიგ მცდელობას“ უწოდებენ. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ საგუშაგოს განთავსებით, ქვეყნისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის გამო, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პასუხი უნდა აგოს.