გამოძიება პროკურატურაში – შეფასებები

12:22, 18.06.2025
 ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ამ წუთებში სოფლის ადგილობრივი მკვიდრი, ელგუჯა ხარაზიშვილი იკითხება. გამოძიების შეკითხვებს დღესვე უნდა უპასუხოს შიდა ქართლის მაშინდელმა გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა. ამავე საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაბარებულია გიორგი გახარია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ის სხდომაზე მისვლას.
პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს პირადი შურისძიების მორიგი მცდელობაა. პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ქვეყნისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის გამო, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პასუხი უნდა აგოს.

მსგავსი