ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაბარებულია გიორგი გახარია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ის სხდომაზე მისვლას. პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს პირადი შურისძიების მორიგი მცდელობაა. პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც.
მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ქვეყნისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის გამო, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პასუხი უნდა აგოს.