გამოძიება ელენოვკაში ტყვეების მკვლელობის საქმეზე

რუსეთი მზად არის ელენოვკას კოლონიაში გაერო-სა და წითელი ჯვრის სპეციალისტები შეუშვას. შესაბამისი განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გააკეთეს. საგარეო უწყება წერს, რომ ეს ნაბიჯი ობიექტური გამოძიების ჩატარების ინტერესებიდან გამომდინარე გადადგეს. გამოძიების ეტაპზე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა უკრაინის ხელისუფლებამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც დონეცკის ოლქში, ელენოვკაში მდებარე გამოსასწორებელ კოლონიაზე დარტყმას 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე ემსხვერპლა. 73 კი დაიჭრა. მომხდარში რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ.