გენერალური პროკურატურა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისგან“ ისევ შესაბამისი დოკუმენტაციის მოლოდინშია. საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა ორგანიზაციისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გადაცემას ითხოვს.
დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე „სამართლიანი არჩევნები“ ხუთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს, თუმცა, რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ საგამოძიებო ორგანოს შესაბამის მასალას მიაწვდიან. მიმდინარე გამოძიებას არ ენდობიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები.