გამოძიება 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე
2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება გრძელდება. რამდენად სწორად იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის დაშლა დაგეგმილი და სად მოხდა ძალის გადამეტება? – ეს არის იმ გამოძიების საგანი, რომელიც უკვე ექვსი წელია, მიმდინარეობს. საკითხი გუშინ რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გააქტიურდა. მიზეზად პროკურატურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების შესრულებას ასახელებს.
ერთი წლის წინ სტრასბურგმა რეზონანსულ საქმეზე ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამების აკრძალვას ეხება. 2024 წლის გადაწყვეტილებით ხელისუფლებას დაზარალებული მომჩივნების სასარგებლოდ სოლიდური კომპენსაციების გადახდაც დაეკისრა.
მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს ეხმაურებიან გახარიას გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ჩორჩანას შემდეგ ხელისუფლებამ მორიგი პოლიტიკურად მოტივირებული საქმე გაააქტიურა.