„გამარჯვებული საქართველო“ ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ჰქმნის

პარტია „გამარჯვებული საქართველო“ ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ჰქმნის. პოლიტიკური ლიდერების განცხადებით, მოძრაობა „20 ივნისის პოლიტპატიმრების“ შექმნის მიზანია, ამ აქციის მონაწილეების გათავისუფლება.

ორგანიზაცია დაკავებულებსა და აქციის დროს დაშავებულებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს. მათი თქმით, გეგმავენ მტკიცებულებები შეაგროვონ და სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგის სასამართლოშიც განაგრძონ.