გამამართლებელი განაჩენი

ე.წ. ყინწვისის საქმეზე სახელმწიფო დამხობის მუხლით, 2011 წელს ბრალდებულ პირებს სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ყოფილი მსჯავრდებულების ინფორმაციით, მათ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, რომელთა იდენტიფიცირება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე მოხდა და მათ შორის არის მეგის ქარდავა.

ე.წ. ყინწვისის საქმეზე ათი წლის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ახალი გარემოებები შეისწავლა და გამამტყუნებელი განაჩენი გამამართლებლით შეცვალა. 24 გასამართლებულს უკვე მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.