გახსნილი დანაშაული

15:17, 22.11.2025

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, დაზარალებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ძვირფას ნივთებსა და ფულს უკანონოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს, მოპარული ნივთები კი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

 

მსგავსი