გახსნილი დანაშაული

12:25, 09.08.2025

გორში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ექვსი პირია დაკავებული. გამოძიება ერთ-ერთს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, კიდევ ხუთ პირს კი ბრალად ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, გორში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2003 წელს დაბადებულ პირს. წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით, დაპირისპირებული მხარეები, თანმხლებ პირებთან ერთად მოგვიანებით კვლავ შეიკრიბნენ. განმეორებით მომხდარი დაპირისპირებისას, დანაშაულში ბრალდებულმა პირებმა ჯგუფური ძალადობა განახორციელეს, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და ქვედა კიდურების არეში ორი ადამიანი დაიჭრა. ორივე მათგანი კლინიკაშია მოთავსებული. მომხდარის შემდეგ, ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა.

მსგავსი