გახსნილი დანაშაული

რუსთავში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯერჯერობით ის კლინიკაში რჩება. ის რუსთავის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი მღებრიშვილია.

რაც შეეხება დაჭრის ფაქტს, დანაშაული გახსნილია. სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი პირი უკვე დააკავეს.  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გუშინ რუსთავში საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში ურთიერთშელაპარაკებისას მეზობელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი