გახსნილი დანაშაული

ქედაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა  41 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, 33 წლის მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული და თავდამსხმელი მოგვარეები და ნათესავები არიან. უცნობია დაპირისპირების მოტივი.