გიორგი გახარია, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს. ყოფილ პრემიერს 23 ივნისს ელოდებიან. როგორც თეა წულუკიანმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, გიორგი გახარიას უკვე გაეგზავნა შეტყობინება. მისი თქმით, გაგრძელდება ჩორჩანის, წაღვლისა და სხვა სოფლების თემაზე საუბარი.