გაერთიანებულ სამეფოში დედოფალს ემშვიდობებიან

გაერთიანებული სამეფო დედოფალს ემშვიდობება – ელისაბედ მეორის ცხედარი ახლა ედინბურგში, წმინდა ეგიდიუსის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. უკვე ხვალ დედოფალს ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში გადაასვენებენ, დაკრძალვის ცერემონია კი მომავალ ორშაბათს გაიმართება. ბუკინგემის სასახლესთან ხალხის ნაკადი არ წყდება. დედოფლის 70-წლიანი მმართველობის წლები გაიხსენეს პარლამენტშიც, სადაც დღეს მეფის რანგში ჩარლზ მესამე პირველად წარდგა.