გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა
გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ კეთილსინდისიერი მოლაპარაკება ომის დასასრულებლად. მისივე თქმით, ყოველ ახალ დარტყმასთან ერთად, დაღუპულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. ამასთან, გაერო-ში რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ ვიდრე რუსეთს ულტიმატუმებისა და მუქარის ენით ესაუბრებიან და ადგილზე არსებულ ვითარებას უგულებელყოფენ, დიპლომატიური დიალოგისთვის საფუძველი არ იქნება“. უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა კი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომს საბოლოოდ წააგებს. მისივე თქმით, რუსეთის ეკონომიკა სამხედრო ხარჯების, სანქციებისა და უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმების გამო, სულ უფრო სუსტდება.