გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა 

12:15, 16.01.2026

შეერთებული შტატები ირანის მამაცი ხალხის გვერდით დგას და ტრამპი არ მოითმენს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვას, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა, მაიკ უოლცმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც შტატების მოთხოვნით ჩატარდა. მისი თქმით, ირანის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობისა და რეპრესიების დონეს „საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე უარყოფითი გავლენა აქვს“.

უოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ხოცვა-ჟლეტვის შესაჩერებლად ყველა ვარიანტს განიხილავს. თავის მხრივ, გაერო-ში ირანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აგრესიის ნებისმიერ აქტს მოჰყვება გადამწყვეტი, პროპორციული და კანონიერი რეაგირება.

გაერო-ში რუსეთის ელჩმა კი აღნიშნა, რომ რუსეთი გმობს გარე ჩარევის ყველა ფორმასა და ძალის გამოყენების მუქარას ირანის მიმართ.

მსგავსი