გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი კომიტეტის სესია

15:19, 06.08.2026

გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის მე-16 სესიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა. ნიდერლანდების კადასტრის, მიწის რეგისტრაციისა და კარტოგრაფიის სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში და ნიდერლანდებში მიმდინარე რეფორმები, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მიწის ადმინისტრირების და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და გლობალურ ინიციატივებში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობებზე. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ნიდერლანდების კადასტრის, მიწის რეგისტრაციისა და კარტოგრაფიის სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელება.

მსგავსი