გაძევება კანონმდებლობის დარღვევის გამო

12:15, 03.01.2026

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტურისტად მყოფი ისრაელის მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მან 29 დეკემბერს გმირთა მოედანთან გვირაბში ავტომობილით გადაადგილებისას აკუსტიკური იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. მას ადმინისტრაციული ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით დაეკისრა, ასევე ქვეყნიდან გააძევეს და საქართველოში შემოსვლა სამი წლით აუკრძალეს.

მსგავსი