გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში

21:12, 17.04.2022

უკრაინელმა მებრძოლებმა რუსეთის ულტიმატუმი უარყვეს და მარიუპოლის დატოვებას არ აპირებენ. „აზოვსტალის“ ქარხანასა და ქალაქის სხვა ნაწილებში გამაგრებული უკრაინელი მეომრების დანებებას, კრემლი უკვე 50 დღეა უშედეგოდ ითხოვს. ქალაქის დაბომბვა არ წყდება. ვრცელდება ინფორმაცია რუსული საზღვაო დესანტის გადასხმის შესახებაც. მიუხედავად ამისა, კიევში უკან დახევას გამორიცხავენ. პრეზიდენტი ზელენსკი მოსკოვს აფრთხილებს, რომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში აღმოჩენილი უმოწყალოდ დახოცილი მოქალაქეების ცხედრები სულ უფრო მეტად ამცირებს კრემლთან დიალოგის შანსებს. უკრაინა გადამწყვეტი ბრძოლის ემზადება, რომელიც, სავარაუდოდ, აზოვის ზღვის პირას და დონბასში გაიმართება.

მსგავსი