ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2026-ისთვის მზადება დაიწყო 

15:30, 18.10.2025

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2026-ისთვის მზადება დაიწყო და ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 18 და 20 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ყირგიზეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ორ თამაშს ჩაატარებს. პირველი მატჩი „თბილისი არენაზე“ გაიმართება, მეორე შეხვედრა კი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება. ორივე თამაში 17:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს „პირველი არხი – სპორტი“ შემოგთავაზებთ.

მსგავსი