ფრისტაილის მსოფლიო თასი ბაკურიანში

საქართველო 2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მსოფლიო თასის სამ შეჯიბრებას უმასპინძლებს. მათგან პირველი – ფრისტაილის მსოფლიო თასი მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინაში ბაკურიანში დღეს დაიწყო.

კოხტას სასრიალო ტრასაზე 90 ათლეტი მსოფლიოს 16 ქვეყნიდან ასპარეზობს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეფასებით, კოხტას მთაზე მოწყობილი მოგულის ტრასა მსოფლიოში ყველაზე გრძელი საშეჯიბრო ტრასაა ამ დისციპლინისთვის.

დეტალებზე ბაკურიანიდან ლევან ღუდუშაური ისაუბრებს.