მესტიაში დღეს ფრირაიდის მსოფლიო ტური მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. შეჯიბრში 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს, მათ შორის, „ვაილდ ქარდის მფლობელი“, საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი.
საქართველომ ფრირაიდის მსოფლიო ტურს პირველად გასულ წელს უმასპინძლა. შეჯიბრის დამფუძნებლების მხრიდან, ღონისძიება არა მხოლოდ წარმატებულად, არამედ ერთ-ერთ საუკეთესო შეჯიბრებად შეფასდა.
ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მილიონ მაყურებელს ფარავს, შესაბამისად, ის ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ღონისძიების ორგანიზატორი „მთის ტრასების სააგენტოა“.