ფოთში წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატი დასრულდა
ფოთში, „ოქროს ტბაზე“ ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატი დასრულდა. მასში 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრებები სამ ძირითად დისციპლინაში: სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში გაიმართა. ჩემპიონატის მხარდამჭერები საქართველოს სპორტის სამინისტრო და ფოთის მუნიციპალიტეტი, ტურნირების ორგანიზატორები კი საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და ფოთის ტბის კლუბი იყვნენ.