ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. საქმე ეხება ერთ-ერთი კომპანიის მიერ, 2015-2017 წლებში შესრულებული სამუშაოების ამსახველი დოკუმენტების შესწავლას. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ ფოთის მერიაში და განმარტავენ, რომ საუბარია მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსურ დოკუმენტებზე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამოღებულია დოკუმენტაციის ნაწილი და მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.